Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა–ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.,

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა გაარკვიონ , რამდენად იცნობენ ქართულ ფოლკლორს– რა სიხშირით უსმენენ/ასრულებენ ხალხურ სიმღერას, ცეკვას.

პროექტის აქტუალობა;
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, დაგეგმვის, ურთიერთთანამშრომლობისა და წარდგენის უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები განაასხვავებენ ხალხური მუსიკის პოპულარულ ნიმუშებს, საქართველოს კუთხეებისა და ჟანრების მიხედვით.

მონაწილეთა ასაკი:
13–14–15 წლამდე.

ვადები/ხანგრძლივობა:
3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
საუბრის დროს იყენებს ნასწავლ ტერმინებს, მსჯელობს რა გაიგო იმ ერის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ლიტერატურა, ვიდეომასალა, აუდიოჩანაწერი.ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
თემის შერჩევის შემდეგ მოვახდენ ჯგუფებად დაყოფას.თითოეულ ჯგუფს დავავალებ,გაარკვიონ საქართველოს რომელ მოსაზღვრე ქვეყანაშია დამკვიდრებული ერთხმიანობა და რომელში მრავალხმიანობა; როგორ მოხდა, რომ საქართველოში ძირითადად მრავალხმიანობაა დამკვიდრებული.მივუთითებ მოიძიონ ინფორმაცია ივ. ჯავახიშვილის ლიტერატურაში"მუსიკის ისტორიის საკითხები".მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში, ენციკლოპედიებში, გამოკითხვით.მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს, ირჩევენ ლიდერს.
მოპოვებული მასალის საშუალებით, თითოეული ჯგუფი ახდენს პრეზენტაციას. რის შემდეგაც მასწავლებელი ახდენს პრეზენტაციის სეფასებას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია–საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ; გეოგრაფია– გეოგრაფიული მდებარეობა
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მაია დალაქიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
maiadalaqishvili@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

maiadalaqishvilibloggspot.com

No comments:

Post a Comment